ტრამპი დიდ ბრიტანეთს მრავალმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას სთავაზობს და ჰუავეის ტექნოლოგიების გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ს პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოლაპარაკებებს დაეთმო. დონალდ ტრამპი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის, ასევე მის სავარაუდო შემცვლელებს. ამ ცნობას „როიტერსი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს სთავაზობს მრავალმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას ევროკავშირიდან ამ ქვეყნის გამოსვლის შემდეგ, რაც მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების ხუთეულში შემავალი ორივე სახელმწიფოსთვის სასარგებლო იქნება. ტრამპმა მოუწოდა ბრიტანეთის მთავრობას, მალე ჩამოყალიბდნენ და გამოვიდნენ ევროკავშირიდან ხელშეკრულებით ან თუნდ მის გარეშე, თუმცა ბრიტანელების დიდმა ნაწილმა ეს მოწოდება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვა. მოლაპარაკებების მეორე სერიოზული თემა იყო „ჰუავეის“ ტექნოლოგიების ბლოკირების საკითხი. ტრამპი სტრატეგიული მოკავშირეებისგან მოითხოვს, არ დაუშვან ამ ჩინური კომპანიის მონაწილეობა ბრიტანეთში „5G“ კავშირგაბმულობის დანერგვაში, რათა საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს ორ სახელმწიფოს შორის საიდუმლო ინფორმაციების გაცვლა.

პარალელურად ლონდონში მიმდინარეობს აქციები ტრამპის წინააღმდეგ, რადგან აშშ-ს პრეზიდენტი ბრიტანელებს შორის არაპოპულარული ფიგურაა. ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში ხვალ დამთავრდება.