Jay-Z - პირველი რეპერი მილიარდიანი ქონებით

ამერიკელი რეპერი Jay-Z გახდა პირველი რეპერი, რომლის ქონებამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

ჟურნალის ინფორმაციით, Jay-Z არის შოუ-ბიზნესის იმ მცირე რაოდენობის წარმომადგენელი, რომელმაც შეძლო მილიარდი დოლარის მოხვეჭა.

გამოცემის ცნობით, „Jay-Z-ის იმპერია მუდმივად ფართოვდება და ითავსებს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ალკოჰოლური სასმელების წარმოება, უძრავი ქონებისა და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციები, მისი ბიზნესის უძრავი ქონება ოპერირებს ლოს-ანჯელესის მდიდრულ რაიონ ჰემპტონსსა და ნიუ-იორკის ახალ რენტაბელურ რაიონში ტრიბეკა. მასვე ეკუთვნის აქციების წილი კომპანიაში Uber-ი. რეპერის აქტივშია 14 სტუდიური ალბომი, რომლებიც ამერიკული ჩარტების სათავეებში მოიქცნენ თავის დროზე, ასევე გრემის 22 ჯილდო. მან კარიერის განმავლობაში ბოლო 10 წელიწადში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშავა“.

კოკა კვირკველია