ჟვანიას მოედანთან წყლის მილის დაზიანების გამო გზის საფარი ისევ ჩაინგრა

ჟვანიას მოედანთან წყლის მილის დაზიანების გამო გზის საფარი ისევ ჩაინგრა. მანამდე კი წყლის ნაკადმა მგალობლიშვილის ქუჩა დატბორა.

ამ ეტაპზე მგალობლიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, მგალობლიშვილის ქუჩაზე გზა ჩაინგრა და სამი მანქანა ჩაიყოლა. მილის შეკეთება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გუშინ დაასრულა.