Deutsche Bank-მა ვენესუელას კუთვნილი 20 ტონა ოქროს კონფისკაცია მოახდინა

გერმანულმა Deutsche Bank-მა მიიღო გადაწყვეტილება მისი კონტროლის ქვეშ აიღოს ვენესუელას კუთვნილი 20 ტონა ოქრო. ამის მიზეზი გახდა ვენესუელას მხრიდან 2016 წელს აღებული კრედიტის გადაუხდელობა - წერს Bloomberg-ი.

სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ვენესუელას ხელისუფლებამ მიიღო 750 მილიონი დოლარის კრედიტი Deutsche Bank-ისგან და გარანტიის სახით დატოვა 20 ტონა ოქრო. კრედიტების გადაუხდელობის გამო კი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საკრედიტო შეთანხმება, რომლის ვადაც 2021 წელს იწურება და მის კონტროლს დაუქვემდებაროს ოქრო.

სააგენტო აღნიშნავს, რომ გერმანული ბანკისა და ასევე ვენესუელას ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს.

კოკა კვირკველია