"საქართველოს ბანკის" Express მომსახურებით სარგებლობას ქარელშიც შეძლებენ

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომას აფართოებს და რეგიონში ახალ Express სერვისცენტრს ხსნის.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ახალი Express, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია, ქარელში, თამარ მეფის ქუჩა N60-ში მდებარეობს.

2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ბანკის" 210 სერვისცენტრი მოქმედებს.