Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე უძრავი ქონების შეძენას აპირებს. ქონების ფასი 80 მილიონ დოლარს აღემატება. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.
გაზეთის ცნობით, საუბარია სამ ბინაზე, რომლებიც 1912 წელს აგებულ შენობაში მდებარეობს. თავად შენობა კი ბროდვეისა და მეხუთე ავენიუს კვეთაზე დგას. გამოცემა აზუსტებს, რომ ბეზოსის განკარგულებაში გადავა 3-სართულიანი პენტჰაუსი, საკუთარი ლიფტით, რომელიც 58 მილიონად არის შეფასებული. ასევე ორი ბინა ზუსტად ამ ბინის ქვედა სართულზე, რომელთა ჯამური ღირებულება 28,45 მილიონი დოლარია. შეთანხმება დღეს უნდა შედგეს.
შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის მონაცემებით მისი ქონება შეფასებულია 131 მილიარდ დოლარად. ბეზოსი არაერთ ფეშენებელურ სახლს ფლობს, მათ შორის, ერთ-ერთი მან გასულ წელს კალიფორნიაში 12,9 მილიონად შეიძინა. მას აქვს რამდენიმე სახლი სხვადასხვა შტატში.