მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს კლიმატის ცვლილება თითქმის ტრილიონი დოლარი დაუჯდებათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში. თუმცა ახალი პროდუქტები და მომსახურება, რაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის შემცირებას ემსახურება, შესაძლოა, გაცილებით უფრო ძვირი ღირდეს. ამ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. საქველმოქმედო ორგანიზაცია „CDP“- მიერ მოზადებული კვლევა აჩვენებს, რომ მზარდმა მოთხოვნამ გამონაბოლქვის დაბალი დონის მქონე პროდუქტებზე და მომხმარებელთა მიდგომებში მომხდარმა ცვლილებებმა წამყვან კომპანიებს შესაძლოა, ორ ტრილიონზე მეტი მოუტანოს.
„CDP“ (ყოფილი Carbon Disclosure Project) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქალაქებსა და კომპანიებს ეკოლოგიური ინფორმაციის გასაჯაროებაში. ამ ორგანიზაციის მიზანია ეს მიდგომა ბიზნეს-ნორმად აქციოს და ამას წარმატებით ახორციელებს.
ეს ორგანიზაცია აცხადებს, რომ მის გამოკითხვაში 7 ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მაიკროსოფტმა, ეპლმა, „JP მორგანმა“ „Visa“მ და სხვებმა. კომპანიების 80% სერიოზულ ცვლილებებს ელოდება, მათ შორის ექსტრემალური ამინდის ჩათვლით, მათ ნაწილს ეს საკითხი სათანადოდ შესწავლილი არ აქვს. „CDP“-ს ხელმძღვანელი ნიკოლეტ ბარტლეტი მიჩნევს, რომ ამ საქმის გადადება არ შეიძლება.
215 კომპანიამ ფინანსური ზარალი 970 მილიარდად შეაფასა (აქტივების ჩამოწერის ჩათვლით), ხოლო 225-მა კომპანიამ ბიზნეს-შესაძლებლობები 2,1 ტრილიონ დოლარამდე აიყვანა. ამაში შედის ყველაფერი, საკვებიდან დაწყებული ელექტრომობილებით და ენერგიის განახლებადი წყაროებით დამთავრებული. შემოსავლები შეფასებულია როგორც „დიდი ალბათობის მქონე“ და „პრაქტიკულად გადაწყვეტილი“. ყველაზე დიდი ზარალი ელოდებათ კომპანიებს, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას ეწევიან.