ნავთობზე ფასი იანვრის შემდეგ პირველად ჩამოცდა 60 დოლარს

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 60 დოლარს ჩამოცდა და 3,61%-იანი გაიაფების შედეგად 59,73 დოლარამდე შემცირდა. ბოლოს მიმდინარე წელს ნავთობის ფასი 60 დოლარზე ნაკლები 29 იანვარს ღირდა.

რაც შეეხება ტეხასურ ნავთობს, WTI-ის მარკის ნავთობზე ფასი 0.65%-ით შემცირდა და 53.13 დოლარი შეადგინა.

ნავთობზე ფასის კლების მიზეზი აშშ-ში ნავთობის მარაგების ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. 31 მაისისთვის შტატებში ნავთობის მარაგებმა 483,26 მილიონი ბარელი შეადგინა.

კოკა კვირკველია