ბილაინმა კორპორატიული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა

ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, თბილისში, თორნიკე ერისთავის #6-ში კორპორატიული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა.

ახალ ოფისში მომხმარებელს შეუძლია: მიიღოს ინფორმაცია ბილაინის კორპორატიული მომსახურების შესახებ, გააფორმოს კონტრაქტი და შეიძინოს სხვადასხვა სახის მოწყობილობა.

ბილაინის კორპორატიული მომსახურება განკუთვნილია მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის და მოიცავს: მომსახურებების ფართო სპექტრს; ინდივიდუალურ მიდგომას; კორპორატიული აბობენტების საქმიანობის სფეროსა და ბიზნესსექტორზე მორგებულ შეთავაზებებს; სატელეფონო ნომრის დაყენების შესაძლებლობას ინტერნეტის ქსელის გამოყენებით, კერძოდ კი VoIP ტექნოლოგიის მეშვეობით. ბილაინის კორპორატიული აბონენტები ასევე სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით მოწყობილობებზე.

კორპორატიული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ: https://www.beeline.ge/business/

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com