სს „ნენსკრა ჰიდრომ“ გარემოსდაცვით კვლევებზე 10 მილიონამდე ლარი დახარჯა

ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნი­ამ - სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებ­სა და მო­ნი­ტო­რინგზე, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 10 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი და­ხარ­ჯა.

ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტის ბუ­ნებ­რივ და სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­ზე (გზშ) მუ­შა­ო­ბა 2011-2017 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებ­ზე რო­გორც ქარ­თველ­მა, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა იმუ­შა­ვეს.

ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბას­თან ერ­თად, ან­გა­რი­ში მო­ი­ცავს იმ შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნი­ას აქვს აღე­ბუ­ლი. კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი 10 ტომ­ში აი­სა­ხა და ჯამ­ში 3000-მდე გვერდს მო­ი­ცავს. ნენ­სკრა ჰე­სის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­ში საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნი­ის ვებ-გვერ­დზე www.nenskra.ge ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზეა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ამ­ჟა­მად “ნენ­სკრა ჰიდ­რო” მთელ რიგ გა­რე­მოს­დაც­ვით ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი მარ­თვის გეგ­მა­შია აღ­წე­რი­ლი და რო­გორც მშე­ნებ­ლო­ბის, ისე ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის დროს გაგ­რძელ­დე­ბა.

ამ ეტაპ­ზე ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ისე­თი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ხმა­უ­რის დო­ნის, წყლის ხა­რის­ხი­სა და ხარ­ჯის, ამინ­დის მო­ნი­ტო­რინ­გი, ასე­ვე დაკ­ვირ­ვე­ბა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ისეთ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მურა დათ­ვი, წავი, კალ­მა­ხი და სხვა.