ყაზბეგში სასტუმრო "რუმსის" ვერტმფრენი ჩამოვარდა

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ყაზბეგის მერის მოადგილემ თამაზ ალიბეგაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვეტმფრენში მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა.

„შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი. დეტალების შესახებ ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ალიბეგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი სასტუმრო „რუმსს“ ეკუთვნოდა. ჯერჯერობით უცნობია, დაღუპულები ტურისტები არიან, თუ საქართველოს მოქალაქეები.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა, ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის შესასვლელთან, ყანების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.