აშშ-მ და მექსიკამ ტარიფების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

აშშ-სა და მექსიკას შორის ვაშინგტონში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც ამ ლათინური ამერიკული ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე ახალი საბაჟო ტარიფების დაწესებას გულისხმობს, უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC იუწყება.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრადი გეგმავდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრას ვაშინგტონში. ის იმედოვნებდა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევდა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 მაისს განაცხადა, რომ 5%-იან საბაჟო ტარიფს აამოქმედებდა მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე მექსიკის საზღვართან შექმნილი საიმიგრაციო კრიზისის გამო. მექსიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არაა პასუხისმგებელი არალეგალურ მიგრაციაზე და არც ნარკოტიკების კონტრაბანდაზე ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან შტატებში, ისევე როგორც ამერიკაში ნარკოტიკების მოხმარების მზარდ ტენდენციაზე.

კოკა კვირკველია