ჩემი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენელმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ვერტმფრენს ბოლო გეგმური ტექნიკური მომსახურება მიმდინარე წლის 22 მაისს ჩაუტარდა.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ეკიპაჟის წევრები: მფრინავი, კომპანია „ავიატორის“ თანამშრომელი და სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომელი.
„კომპანია „ავიატორის“ კუთვნილმა ვერტმფრენმა BELL-505 კატასტროფა დაბა ყაზბეგში განიცადა. ვერტმფრენს მუდმივად უტარდებოდა ტექნიკური მომსახურება და მუდმივად იმყოფებოდა მონიტორინგის ქვეშ. ბოლოს გეგმური ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა 22 მაისს. ვერტმფრენს მართავდა ძალიან მაღალი კლასის მფრინავი. ჩვენთვისაც უცნობია, რამ გამოიწვია ეს შემთხვევა. ამას ალბათ, გამოძიების შედეგად გაეცემა პასუხი. ვერტმფრენი აფრინდა ანგარიდან, სადაც იგი ბაზირებული იყო და მიფრინავდა სასტუმრო „რუმსის“ მიმართულებით. ჩემი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა,“ - განაცხადა კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენელმა.