ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარი შეიძინა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7400 შეადგინა.

ცნობისათვის, 2019 წლის იანვრიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გზით 145 მილიონი დოლარი შეიძინა.