"გალფი" საწვავზე ფასებს ამცირებს

"გალფი" საწვავზე ფასებს ამცირებს.

9 აგვისტოდან ჯი-ფორს პრემიუმის, ჯი-ფორს ევრო რეგულარისა და რეგულარის ფასები 3 თეთრით შემცირდება. მიმდინარე ფასები "გალფის" ქსელში ასეთია: ჯი-ფორს პრემიუმი - 2.32; ჯი-ფორს ევრო რეგულარი - 2.23; რეგულარი - 2.15.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირება საერთაშორისო ბაზარზე "პლაც"-ზე ფასის კლებამ განაპირობა.