ბათუმმა შესაძლოა, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვოს

„World Travel Awards“-ის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ბა­თუ­მი ევ­რო­პის სწრა­ფად მზარ­დი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი. 8 ივ­ნისს, მა­დე­ი­რა­ზე გა­ირ­კვე­ვა მი­ი­ღებს თუ არა ბა­თუ­მი ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის პრეს­ტი­ჟულ ჯილ­დოს. მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბა­თუ­მის კონ­კუ­რენ­ტე­ბია სო­ფია (ბულ­გა­რე­თი), მა­ტე­რა (იტა­ლია), ბაქო (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი), ლუბ­ლი­ა­ნა (სლო­ვა­კე­თი), კუტ­ნა ჰორა (ჩე­ხე­თი), მოს­ტარ (ბოს­ნია ჰერ­ცე­გო­ვი­ნა) და დერი (ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დია).

28 აპ­რი­ლამ­დე ბა­თუ­მის­თვის ხმის მი­ცე­მა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ღო­ნის­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე https://www.worldtravelawards.com/vote შე­ეძ­ლო. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონ­ტი მთავ­რო­ბის დე­ლე­გა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად და­ეს­წრე­ბი­ან.

"World Travel Awards” და­ჯილ­დო­ე­ბა 1993 წლი­დან სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა სექ­ტორ­ში სა­უ­კე­თე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და და­ჯილ­დო­ე­ბის მიზ­ნით იმარ­თე­ბა. ჯილ­დო­ე­ბა­ზე ასო­ბით ნო­მი­ნა­ცია და ათა­სო­ბით ნო­მი­ნან­ტი კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ებ­შია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა წამ­ყვა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი ატ­რაქ­ცი­ე­ბი, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი, ასე­ვე სა­ზღვაო, საგ­ზაო, სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის კომ­პა­ნი­ე­ბი.