დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების სამმართველომ YouTube-ის საბავშვო არხებზე 87 რეკლამა აკრძალა საკვებზე, რომლებიც როგორც აცხადებენ, ცუდ გავლენას ახდენენ ბავშვებზე. მათ შორის აღმოჩნდნენ პოპულარული კვების ობიექტების McDonald’s-ის და KFC-ის სარეკლამო რგოლები.
როგორც გამოცემა The Drum იუწყება, სარეკლამო კონტროლის ქვეშ მოქცნენ ასევე კომპანიების Marks & Spencer, Pringles, Kellogg's, KP snacks, და Asda-ს რეკლამები. მონიტორინგი ხორციელდება კამპანიის ფარგლებში ისეთი პროდუქციის რეკლამების წინააღმდეგ, რომლებიც შეიცავს ცხიმს, შაქარს და მარილს.
თავად კომპანიები ვერ ხედავენ პირდაპირ მტკიცებულებებს მათ სარეკლამო რგოლებში, რომ მათი პროდუქცია ზიანს აყენებს და გავლენას ახდენს ბავშვებზე.
როგორც ცნობილია, 2019 წლის მარტში დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო გამოვიდა წინადადებით, აკრძალონ მავნე საკვების რეკლამირება ტელევიზიითა და ინტერნეტით. თებერვალში ლონდონის ხელისუფლება გამოვიდა წინადადებით აიკრძალოს მსგავსი პროდუქციის რეკლამირება საზოგადოებრივ ტრანსპორტში.