5 უნიკალური პროფესია, რომელიც სხვაგან არ არსებობს

მსოფლიოში არსებობს უნიკალური პროფესიები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია.

ინდოეთი

სადაზღვევო კომპანია უბილეთოებისთვის - მუმბაიში ყოველდღიურად მატარებლით 6 მილიონამდე ადამიანი მგზავრობს. თითოეულის ბილეთის შემოწმება ნამდვილი კატასრტროფა იქნებოდა, ამიტომ მათ არჩევითი წესით ამოწმებენ, ხოლო უბილეთოებს სასჯელი ელის. ამ დროს საქმეში სადაზღვევო კომპანია ერთვება. 100 რუპიის სანაცვლოდ, სქემა უბილეთოს ერთთვიან უფასო მგზავრობასა და კოტროლიორის ჯარიმისგან დაცვას სთავაზობს. 

თუ უბილეთოს დაიჭერენ, ის იხდის ჯარიმას და ჩეკს კომპანიაში აგზავნის, სადაც მას გადახდილ თანხას უნაზღაურებენ.

ბიზნესი იმაზეა აწყობილი, რომ კლიენტების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე უბილეთოების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანია პლიუსშია.

ინდონეზია

მესამე მგზავრი - ჯაკარტაში ჯოკი არის ადამიანი, რომელიც ქუჩაში დგას და მანქანას ელოდება, რომელიც მას მესამე მგზავრად დაიქირავებს, რადგან ჯაკარტაში ავტომობილს, რომელშიც სამი მგზავრია, გადაადგილებას უადვილებენ.

აღნიშნული წესი რამდენიმე ქუჩაზეა გავრცელებული და მხოლოდ სამუშაო საათებსა და პიკის საათებში მოქმედებს.

ირანი

ნომრების ბლოკირება

- ავტომობილების ნომრების ბლოკირება სავარაუდოდ, მხოლოდ თეირანში ხდება. ეს ადამიანები ფულს იმისთვის იღებენ, რომ თქვენ მანქანასთან ისე იარონ, რომ კამერებმა თქვენი ნომრები ვერ დააფიქსირონ. ეს კი მაშინ ხდება, როცა მანქანა განსაზღვრული გადაადგილების ზონაში შედის.

ადგილობრივმა მთავრობამ გზებზე მანქანების რაოდენობა შეზღუდა, რომ ქალაქში მოძრაობა გაეუმჯობესებინათ და მანქანები ლუწ და კენტს ნომრებად დაყვეს, რომ აღნიშნულ ზონაში რიგის მიხედვით ემოძრავათ და ამის კონტროლისთვის კამერები დააყენეს. ზუსტად ასე გაჩნდა ეს უცნაური პროფესია.

ინდოეთი

ინდოეთში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები მატარებლის ბილეთებზე 50-75 %-იან ფასდაკლებას იღებენ. გარდა ამისა, ამ ფასდაკლებას ის ადამიანიც იღებს, ვინც შშა-ს მოჰყვება.

ზოგიერთი მათგანი პურის ფულს ასე შოულობს. მათი სამუშაოა, სხვადასხვა ქალაქებში გადაადგილება და უცნობი ადამიანების აყვანა. უცნობი ადამიანები შშა-ს ბილეთის თანხის მხოლოდ 75 %-ს უხდიან და ამით ფულს ზოგავენ, ხოლო შშა ამით ფულს შოულობს.

სქემა ასე გამოიყურება: დავუშვათ ბილეთი ღირს 100 დოლარი. შშა-სთვის ბილეთი 25 დოლარი ღირს და ასევე იმ ადამიანისთვისაც, ვინც მას მოჰყვება. უცნობი ადამიანი 100 დოლარის მაგივრად, შშა-ს უხდის 75 დოლარს, ხოლო შშა 50 დოლარად ორ ბილეთს ყიდულობს და 25 დოლარი მოგება რჩება. უცნობი ადამიანი კი 25 დოლარს ზოგავს.

იაპონია

სულ რაღაც 60 დოლარად საათში თქვენ შეგიძლიათ იაპონიის ერთ-ერთ კაფეში მიხვიდეთ და ქალის (18-დან 30 წლამდე) გვერდით დაიძინოთ. დიახ, მხოლოდ დაიძინოთ და სხვა არაფერი! ეს უცნაური ბიზნესი ხიკიკომორის საპასუხოდ შეიქმნა - მარტოობა, რომლისგანაც იაპონური თანამედროვე საზოგადოება იტანჯება, რადგან ახალგაზრდა ადამიანები ურთიერთობებზე უარს სოციალური ცრურწმენების გამო ამბობენ.