„ეკონომიკის მინისტრი მოწვეულია სხვა თემებზე და 20-წუთიან გამოსვლაში არც ერთ მათგანზე არ ისაუბრა"

ეკონომიკის მინისტრი მოწვეულია სხვა თემებზე და ამ 20 - წუთიან გამოსვლაში არც ერთ მათგანზე არ ისაუბრა, ამაზე ძალიან ვწუხვარ, - ასე მიმართა საკომიტეტო მოსმენაზე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას. გიგა ბეკერიას განცხადებით, მას შეუძლია ყველა წარმოდგენილ საკითხზე შეეწინააღმდეგოს მინისტრის მოსაზრებას, ვინაიდან მისი თქმით, ის მცდარია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი სხვა საკითხზე არსებობს, მინისტრის მიერ წამოჭრილ თემებს არ ჩაყვება.

მინისტრის გამოსვლით უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობაც“. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს. "ახალი არაფერი მოგვისმენია, საუბარია იმაზე, რაც უკვე წერია მედიაში და ვისმენთ ტელევიზორში. რატომ ვკარგავთ დროს?“- აღნიშნა რომან გოცირიძემ.