აუზზე გასვლა რეკომენდებულია დილით ადრე, 10:00 საათზე და საღამოს, 18:00 საათის შემდეგ, - ამის შესახებ არგადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა სტურუამ განაცხადა.
მისი თქმით, მზის გულზე მზეზე გასვლამ, შესაძლოა, მზის დარტყმა გამოიწვიოს.
„რაც შეეხება აუზზე გასვლას, ძალიან კარგია აუზი და გაგრილება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მზის გულზე, ვინაიდან შეიძლება მზის დარტყმა გამოვიწვიოთ. უმჯობესია, რომ მოხდეს დილით ადრე, 10:00 საათზე და საღამოს, 18:00 საათის შემდეგ“, - განაცხადა ლელა სტურუამ.
ამასთან, ლელა სტურუა მოსახლეობას ტანსაცმელთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც აძლევს.
„მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდებულია ღია ფერის თავისუფალი ტანსაცმელი, ბუნებრივი ქსოვილისგან. აუცილებელია, დავიფაროთ თავი, თვალები, ვინაიდან მზის სხივები მნიშვნელოვნად აზიანებს თვალებსაც“, - აღნიშნა სტურუამ.