2019 წლის 7 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7384 შეადგინა.
სებ-მა სავალუტო ინტერვენცია გუშინაც განახორციელა. 6 ივნისს ერონულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი იყიდა.