„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენდირექტორი - ეკონომიკის წინა მინისტრი ინფორმირებული იყო ჩვენი გეგმების შესახებ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრი იყო ინფორმირებული ჩვენი გეგმების შესახებ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა განუცხადა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომპანიას ახალი პორტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით რომელიმე მოქმედ ან ყოფილ მინისტრთან მოლაპარაკებები და იცოდნენ თუ არა მათ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გეგმების შესახებ, კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ სამინისტროს და მთავრობას, მათ შორის ეკონომიკის ექს მინისტრს ჰქონდა ინფორმაცია კომპანიის გეგმების შესახებ.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრი იყო ინფორმირებული ჩვენი გეგმების შესახებ, ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით დიალოგისთვის და აუცილებლობად მიგვაჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი და ქვეყანა ყოფილიყო საქმის კურსში, თუ რას ვაკეთებთ. ცხადია, ჩვენ არ ვაპირებდით ნავსადგურის სადღაციდან „შემოპარებას“, რომ უცებ, ერთ დღეში გაჩენილიყო ამხელა ინფრასტრუქტურა. დიახ, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა რამდენიმე მინისტრთან და ხშირი შეხვედრები რამდენიმე სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან“, - აცხადებს კლაუს ლოურსენი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.