ევრორემონტი და რესტორანიზაცია ბაქოს ისტორიულ ნაწილში (+ფოტო)

გალავნით შემოღობილი ძველი ქალაქი აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრში - „იჩერი შეხერი“ მსოფლიო მემკვიდრეობის არქიტექტურულ ძეგლად იუნესკომ ჯერ კიდევ 2000 წელს აღიარა. მას შემდეგ ხელისუფლებამ გალავნის შიგნით მდებარე შირვანშახების სასახლის, მეჩეთისა და ათობით ძველი სახლის კეთილმოწყობა დაიწყო. ზოგიერთმა არქიტექტურულმა გადაწყვეტამ კითხვები გაუჩინა ადგილობრივ მცხოვრებლებს და სპეციალისტებს. თუმცა კრიტიკის ქარცეცხლი ხელისუფლებას თავს დაატყდა უამრავი რესტორნის გაჩენის შემდეგ, რომლებმაც პრაქტიკულად, შუასაუკუნის კედელი დაფარეს. ძველი ქალაქში ცვლილებებს ნათლად დაინახავს ყველა საარქივო ფოტოების შედარებით თანამედროფე ლანდშაფტთან ან სურათებთან.

ციხესიმაგრეში შესასვლელში, პოეტ საბირის ბაღის მხრიდან ფაქტობრივად, გაახლებულია თაღი და კიბეები. შირვანშახების სასახლე მეთხუთმეტე საუკუნეშია აგებული, მაგრამ გაარემონტეს ოცდაამეერთე საუკუნის გემოვნებით. სულ ახალაშენებულს გავს კომპლექსის ერთ-ერთი მინარეთი. იქვე, სასახლეში, ძველ ფილაქანზე ახალია გადაგებული და მეჩეთ „კეი-კუბადაში“ ძველ კედელზე ზევიდან ახალი ფილებია აკრული. თანამედროვე მასალებით არის მოპირკეთებული შირვანშაჰების სასახლის კედლებიც (ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი).

რესტორნები გაჩნდა ძველი ქალაქის კედლის გასწვრივ შიდა მხარეზე, „გოშა-გალას“ ორმაგ ჭიშკარსა და მეტროსადგურის „იჩერი შეხერის“ ჭიშკარს შორის. იქ სადაც ადრე პატარა სკვერი იყო, ახლა არის 2010 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დაცული ზონა და სამი რესტორანი, რომელთაგან ერთი პირდაპირ დგას არქეოლოგების მიერ ნაპოვნ ძველ ნაგებობებზე. არადა ეს გათხრები სახელმწიფოს მიერ არის დაცული და ნაწილი მაინც რკინის კონსტრუქციებით შემოღობილია.

რეკონსტრუქცია და მშენებლობა ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ჩვეულებრივად ლამაზი ბანერებით არის შენიღბული, მაგალითად, ციხესიმაგრის ჭიშკარ „გოშა გალა“-სთან. ასეთი სურათები ძალიან სწრაფად ვრცელდება სოციალური ქსელებით და აღშფოთებას იწვევს, სპეციალისტებშიც, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებშიც და რიგით მოქალაქეებშიც. „ეს ჩვენი ხალხის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მტრული დამოკიდებულებაა“ - დაწერა „ფეისბუკის“ თავის ოფიციალურ გვერდზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალი ქერიმლიმ, რომელსაც 223 ათასი ხელმომწერი ჰყავს.

ძველ ქალაქში მიმდინარე მშენებლობაზე კომენტარი მისცა „ბი-ბი-სის“ აზერბაიჯანულ სამსახურს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ამავე დროს ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლემ მეჰრიბან ალიევამ: „იჩერი შეხერის კედლებთან მშენებარე ობიექტები, რა ზომისაც არის, იმავე ზომის უნდა დარჩეს,... თითოეული ქვა, თითოეული კოშკი თუ კედელი სახელმწიფოს ყურადღების ქვეშაა“. ამ კომენტარიდან ერთი კვირაში მუშებმა კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყეს. სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალის „იჩერი-შეხერის“ სამმართველოში „ბი-ბი-სის“ განუცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთსართულიანი კონსტრუქციების აგება მათ პირადად მეჰრიბან ალიევამ დაავალა.

არქიტექტორი ელჩინ ალიევი, არქეოლოგები იდრის ალიევი კამილ იბრაგიმოვი ერთხმად აცხადებენ, რომ იჩერი შეხერში ძველი სახლების გაფხეკა-გაპრიალება არ შეიძლება, რადგან ეს ქვებს აცლის ზედა ფენას, რაც შემდგომ ეროზიას იწვევს. შენობის აბსოლუტურად განახლებით კი იშლება ზღვარი ძველსა და ახალს შორის.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ გალავანზე მიდგმულმა რესტორნებმა თავისი კონსტრუქციებით შეიძლება ძველი კედელი დააზიანონ, მათ შორის მანძილი ორი მეტრი მაინც უნდა იყოს. ქვის კონსტრუქციების ნაცვლად, რომლებიც გალავნის აღქმას უშლის ხელს, შეიძლებოდა მსუბუქი დ გამჭვირვალე კონსტრუქციების გამოყენება. კედლის გასწვრივ ხომ ადრეც დგამდნენ სასადილოებსა და მაღაზიებს ლერწმისგან და ხისგან.

მოამზადა - ივანე შილაკაძემ