პეკინმა Microsoft-ი და Dell-ი გააფრთხილა

ჩინეთის ხელისუფლებამ კონფიდენციალურ რეჟიმში გააფრთხილა უცხოური კომპანიები, მათ შორის Microsoft-ი და Dell-ი, ყველაზე სერიოზული შედეგებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვაშინგტონის მოთხოვნას ჩინური კომპანიებისთვის ტექნოლოგიების მიწოდების აკრძალვაზე დაეთანხმებიან. ამის შესახებ აგზეთი The New York Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, გაფრთხილება დახურულ შეხვედრებზე გაიცა, რომელიც 4-5 ივნისს შედგა. ამ შეხვედრებზე ძალიან ბევრი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი მიიწვიეს და მათ შორის იყვნენ Microsoft-ი, Dell-ი, Samsung Electronics-ი, Hynix-ი და ARM-ი.

ჩინური მხარე შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო რეფორმირების ეროვნული კომისიის, კომერციის სამინისტროთი, ასევე მრეწველობისა და ინფორმატიკის სამინისტროს წარმომადგენლებით. The New York Times-ის ვარაუდით, მსგავსი მაღალი რანგის შეხვედრა მიანიშნებს, რომ ისინი გამოხატავდნენ ჩინეთის ხელისფულების ინტერესს. როგორც ცნობილია, ჩინეთმა შექმნა არასანდო უცხოური კომპანიების, იურიდიული პირებისა და ორგანიზაციების სია, რომლებიც არ ემორჩილებიან ბაზრის წესებს, კონტრაქტებს გვერდს უვლიან, აწესებენ ემბარგოს ან უარს ამბობენ ჩინური კომპანიებისთვის პროდუქციის მიწოდებას არაკომერციული მიზეზებით.

კოკა კვირკველია