ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაისში მგზავრთა ნაკადი 22%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2019 წლის მაისის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 64 312 მგზავრს მოემსახურა, რაც 22% -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 52 631 მგზავრი იყო.
რაც შეეხება ავიარეისებს, წლიურად აეროპორტში განხორციელებული რეისების რიცხვი 18%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, გასული თვეში აეროპორტში 221 ავიარეისი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის მაისის მონაცემებით - 187 რეისი შესრულდა.