აშშ-ის ეკონომიკა კვლავინდებურად კარგ მდგომარეობაშია და ამით არსებითად განსხვავდება ევროპისა და ჩინეთის ეკონომიკებისგან - აღნიშნულის შესახებ განცხადება ამერიკის ფინანსთა მისისტრმა სტივენ მნუჩინმა ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში გააკეთა. მინისტრი ფუკუოკაში გამართულ დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას.
„აშშ-ის ეკონომიკის ზრდა ნათელი ლაქაა სხვა მსოფლიოსთან შედარებით და მისი ზრდა უწინდებურად კვლავ მაღალია“, - განაცხადა მნუჩინმა და დასძინა, რომ ისინი შეწუხებულნი არიან ეკონომიკის ზრდის შენელებით ევროპაში ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში, თუმცა რეცესიის ნიშნებს ვერ ხედავენ.
მნუჩნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრმაპი ჩინეთის მიმართ ახალი ტარიფების შესახებ ჩინეთის მმართველთან სი ძინპინთან დიდი ოცეულის სამიტზე შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდება. აღნიშნული სამიტი 28-29 ივნისს ოსაკაში გაიმართება.
მანვე განმარტა, რომ აშშ-ჩინეთს შორის ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში Huawei-ს საკითხი ცალკე განიხილება და მას სავაჭრო საკითხების მიმდინარე ფორმატში არ განიხილავენ.