მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2019 წლის იანვარ-აპრილში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 11.9 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 11.6 მლნ ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 3.5 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-აპრილში 119.6 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-აპრილში კი ეს ციფრი 116.1 მლნ იყო.
2019 წლის იანვარ-აპრილში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 500 ათასი ტონით გაიზარდა და 5.5 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 5 მლნ ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 49,194 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 182,363 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 133,169 კონტეინერი გადამუშავდა.