უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 7 წლის მინიმუმზეა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის 1-ელ კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.

„საქსტატის“ ცნობით, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში, კერძოდ, 2012 წლის შემდეგ ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ - 2012 წლის 1-ელ კვარტალში 295.5 მლნ დოლარი; 2013 წლის 1-ელ კვარტალში - 290.3 მლნ; 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში - 326.6 მლნ; 2015 წლის 1-ელ ლვარტლის მონაცემებით - 335 მლნ; 2016 წლის ამავე პერიოდში - 378.8 მლნ დოლარი; 2017 წლის 1-ელ კვარტალში 393.6 მლნ დოლარი შეადგინა. ხოლო 2018 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარი მონაცემებით - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 300.1 მლნ დოლარი იყო.

თაია არდოტელი