შსს კამპანიის - „ნუ ამოატრიალებ საკუთარ ცხოვრებას“ - ბიუჯეტს მალავს?!

რა დაჯდა კამპანია „ნუ ამოატრიალებ საკუთარ ცხოვრებას“ უცნობია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსმა“ შს სამინისტროსგან 13 მაისს გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ცნობისთვის, კოდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას კანონით განსაზღვრულია 10 სამუშაო დღიანი ვადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, უკვე 20 სამუშაო (ჯამში 28) დღე გავიდა.

ამ პერიოდის განმავლობაში „ბიზნესპრესნიუსი“ არაერთხელ დაუკავშირდა როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ, ისე შსს პრესსამსახურს, სადაც მათი მხრიდან კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევის ფაქტს აღიარებენ, თუმცა პასუხს, თუ როდის მივიღებთ გამოთხოვილ ინფორმაციას, ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანია „ნუ ამოატრიალებ საკუთარ ცხოვრებას“ აპრილში წამოიწყო, რაც ქალაქის სხვადასხვა უბანში დამტვრეული და ამობრუნებული ავტომობილების დროებით ინსტალაციებსა და ვიდეორგოლებს გულისხმობდა.

ნინი ქეთელაური