რატომ შეგეშალათ ეკონომიკური ზრდის 6- თვიანი პროგნოზი? რამ გამოიწვია თქვენი იმედი? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელიც საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის ანგარიშის წარსდგა.
დეპუტატმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეახსენა.
„ანგარიშში პირდაპირ გიწერიათ, რომ 2018 წლის შუაში გადახედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და 4.8-დან აწიეთ 5.5-მდე, რაც არ გამართლდა. 4.7 იყო 2018 წელს ეკონომიკური ზრდა და სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ჩვენი ქვეყნისთვის. რატომ შეგეშალათ 6-თვიანი პროგნოზი ეკონომიკური ზრდის? “- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.