საწარმო, რომლის მეწილეც სახელმწიფოა, გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაცია გაუუქმდა. კერძოდ, საუბარია, შპს „საქართველოს მარკაზე“, რომლის 51%-იც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.
საწარმოს გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო. კერძოდ, განჩინების თანახმად, „საქართველოს მარკის“ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
„საქართველოს მარკის“ ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით, 249.58 ლარით, ანაზღაურდეს გაკოტრების მმართველის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური. სამეურვეო ქონებაში შემავალი მარკები მეორე ლოტის სახით, რომელიც აუქციონზე არ გაიყიდა და რომელიც კრედიტორმა არ მიიღო ნატურით საკუთრებაში, მიექცეს სახელმწიფოს საკუთრებაში,“-აღნიშნულია განჩინებაში.
რეესტრის საბოლოო მონაცემებით, სახელმწიფოს გარდა საწარმოს დანარჩენი მეწილეები იყვნენ: ხადიჯა ჯაიანი (16%); ვლადიმერ ბალასანიანი (7%); ბაადურ ქობლიანიძე (8%); ბიჭიკო ბრეგვაძე (12%) და ლიანა აბესაძე (6%).