კახა კალაძე - ვერეს ხეობის სახიფათო ზონებში მშენებლობები არ მიმდინარეობს

ვერეს ხეობის სახიფათო ზონებში მშენებლობები არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვერეს ხეობასთან დაკავშირებით ჩატარებულია სპეციალური კვლევა და იმ ზონებში, რომლებიც სახიფათოდაა მიჩნეული, მშენებლობები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვერეს ხეობის ის ტერიტორიები, სადაც დღეს მშენებლობები მიმდინარეობს, აბსოლუტურად უსაფრთხოა.