საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წლის 14 ივნისს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ კობის გაზგამანაწილებელ სადგურში პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოების გამო, 14 ივნისს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ კობის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.