სასტუმრო “ბილტმორში”, გართობისა და დასვენებისთვის ახალი სივრცე გაიხსნება

უმსხვილესი ინვესტორი „დაბი ჯგუფი“, რომელიც 2016 წლიდან თბილისში ხუთვარსკვლავიანი „ლაქშერი“ სასტუმროთია წარმოდგენილი, გართობისა და დასვენებისთვის „აზურა ბარში“ საზაფხულო სეზონს ხსნის.

„აზურა ბარი“ დედაქალაქში მდებარე სხვა საცურაო აუზებისგან განსხვავებული კონცეფციითაა წარმოდგენილი. ის ქალაქის შუაგულში მდებარე სივრცეა, რომელიც მოიცავს აუზსა და კაფეს, სადაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისგან კოქტეილები და ჯანსაღი კერძები მზადდება.

წელს, სეზონის გახსნა „ბილტმორ თბილისის“ ადმინისტრაციამ კორპორაციულ მომხმარებლებთან და სხვადასხვა მოწვეულ სტუმართან ერთად აღნიშნა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ შადრევნებითა და მწვანე ნარგავებით მორთული ორსართულიანი ბარის ეზო, რომლის გვერდით აუზი და გასარუჯი სივრცეა მოწყობილი. სასტუმროს ადმინისტრაციამ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის სპეციალური პრიზებიც გაათამაშა.

„ბილტმორ თბილისის“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი, ნინო ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ „აზურა ბარის“ კონცეფცია ცხელ ზაფხულში დედაქალაქის მცხოვრებთა საჭიროებებს მოიცავს.

„აზურა ბარი“ თბილისის ცენტრში არსებული სივრცეა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ზაფხულის ცხელ დღეებში თავი ქალაქიდან შორს იგრძნონ და სიგრილეში კოქტეილებით ისიამოვნონ. აღსანიშნავია, რომ ბარი მდებარეობს „ბილტმორ თბილისის“ აუზის გვერდით, რაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ აქ მყოფმა სტუმრებმა ცურვისა და გარუჯვის პარალელურად ცივი კოქტეილებითა და უგემრიელესი კერძებითაც ისიამოვნონ. ეს არის მყუდრო, გამწვანებული სივრცე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა იმ ადგილისგან, რომლებიც დედაქალაქში არის წარმოდგენილი“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სივრცეებისგან ყველა ჩვენგანი უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ითხოვს, რაც „ბილტმორ თბილისში“ სრულად არის გათვალისწინებული. ნინუცა ჩეჩელაშვილის თქმით, სწორედ ეს ხარისხი აძლევს „აზურა ბარს“ საშუალებას, სტუმრები არამხოლოდ სიცხისგან თავის დასაღწევად და დასასვენებლად მიიღოს, არამედ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების საშუალებაც მისცეს.

„აზურა ბარი“ ძალიან მრავალფეროვანი და მრავალფუნცქციური სივრცეა არამხოლოდ ჩვეულებრივი წვეულებებისთვის, არამედ მასშტაბური ქორწილისთვის, ხელის მოწერის ცერემონიალებისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვის და ა.შ.“, - აღნიშნა ნინუცა ჩეჩელაშვილმა.

„ბილტმორ თბილისის“ გაყიდვების დირექტორი კი აღნიშნავს, რომ „აზურა ბარს“ სტუმრებისთვის სპეციალური საზაფხულო მენიუ აქვს, რომელიც სხვადასხვა ტიპის ჯანსაღ კერძებს მოიცავს.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „აზურა ბარში“ ძალიან სასიამოვნო გარემოა. აქ ჩვენს სტუმრებს ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელოდებათ. გვაქვს სპეციალურად შემუშავებული მენიუ, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძებს. საკმაოდ მრავალფეროვანია სასმელებისა და კოქტეილების არჩევანიც“, - აღნიშნა მარიამ ქუთათელაძემ.

როგორც „აზურა ბარის“ წარმომადგენლები განმარტავენ ზაფხულის განმავლობაში აზურას სივრცეში მოეწყობა სხვადასხვა კონცერტები და ივენთები. გარდა ამისა, ყოველ ორშაბათს და სამშაბათს საღამოს 20:00 საათიდან 23:00 საათამდე დაუკრავს DJ. „აზურა ბარი“- ყოველდღე 16:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო Pool bar 9:00 საათიდან 21:00 საათამდე.