სოკარმა საწვავზე ფასი შეამცირა

სოკარის ქსელის ყველა ავტოგასამართ სადგურზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ფასი საწვავზე 2 თეთრით შემცირდა.

აღნიშნულ ფასდაკლებას მომხმარებელი შემდეგ ნავთობპროდუქტებზე მიიღებს: რეგულარი, ევრორეგულარი, პრემიუმი და სუპერი. სოკარის ქსელში საწვავზე ფასის კლება საერთაშორისო პლაცის ფასის შემცირებითაა გამოწვეული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სოკარის ავტოგასამართი სადგურების ქსელი ჯამში 111 ობიექტს მოიცავს. თვითოეული მათგანი პროდუქტის ჩასხმის 100%-იან სიზუსტეს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.