„უბერის“ მფრინავი ტაქსები ავსტრალიის ქალაქ მელბურნში 2023 წლიდან იფრენენ. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, მფრინავი ტაქსების გამოცდა 2020 წლიდან იგეგმება.
„უბერის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ტაქსები მგზავრებს მელბურნის ცენტრიდან აეროპორტამდე გადაყვანას შესთავაზებენ, რასაც საშუალოდ 10 წუთი დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით იმავე მანძილის გავლას საშუალოდ ერთ საათზე მეტი დრო სჭირდება. მელბურნის მცხოვრებლებს მფრინავი ტაქსის გამოძახება მობილური ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით შეეძლებათ.
„უბერის“ პრეს-სპიკერი ერიკ ელისონი აცხადებს, რომ მფრინავი ტაქსები მომავალში ხელს შეუწყობს ავსტრალიის გადატვირთულ საგზაო მოძრაობის განტვირთვას. აღსანიშნავია, რომ დღესდრეობით ავსტრალიის ხელისუფლება ყოველწლიურად ქალაქებში პიკის საათებში გადაადგილების გასამარტივებლად 16.5 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს.
ავსტრალიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის RMIT-ის აეროკოსმოსური ინჟინერიის ექსპერტი მეთიუ მარინო აცხადებს, რომ მფრინავ ტაქსებს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ისინი გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე მომავლის ავტომობილები მძღოლების გარეშე.
ამასთნავე, მფრინავი ტაქსების ტესტირებას ავსტრალიის გარდა „უბერი“ აშშ-შიც გეგმავს. მომავალი წლიდან მათი ტესტირება დალასსა და ლოს-ანჯელესშიც დაიწყება.
მოამზადა - ბექა ბერიაშვილმა