აშშ აპირებს 325 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე დააწესოს საბაჟო ტარიფები იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს სავაჭრო საკითხებში. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩინეთი სუბსიდირებას ახდენს კომპანიების, რათა ხალხმა განაგრძოს მუშაობა. ჩინეთის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყანას უამრავი კომპანია ტოვებს, იმიტომ რომ არ სურთ ტარიფების გადახდა. მე მაქვს წინათგრძნობა, რომ ჩვენ მივაღწევთ საბოლოო შეთანხმებას, რადგან ნამდვილად მჯერა, ჩინეთს არ სურს დატოვოს პრობლემა ღიად, რომელიც თავად შექმნა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან დაადასტურა, რომ კიდევ ერთხელ შეხვდება ჩინეთის ლიდერს სი ძიანპინს G20 სამიტის ფარგლებში, რომელის 28-29 ივნისს ოსაკაში გაიმართება.
„ჩინეთთან ჩვენი საქმეები მიდის კარგად. ჩვენ ვიღებთ მილიარდობით დოლარის შემოსავალს, რომლებიც აქამდე არასოდეს მიგვიღია. ტარიფები საკმაოდ შთამბეჭდავია - 25% 250 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე, შედეგად ჩვენს ხაზინაში უზარმაზარი ოდენობის თანხები შემოდის. ჩვენ ახლა რიგში გვაქვს 325 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფების დაწესება. და თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ისინი ამოქმედდება. შტატები ჩინეთიდან კიდევ უფრო მეტ შემოსავალს ნახავს. მე ვისურვებდი, ამ შეთანხმების მიღწევას, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა“ - დასძინა დონალდ ტრამპმა და პეკინი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მოლაპარაკებების წარუმატებლობაში.