ევროპაში ფუტკრების რაოდენობა მკვეთრად იკლებს

ფუტკრების დაავადებების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია COLOSS-ის ინფორმაციით, ევროპაში მეთაფლე ფუტკრების რაოდენობა მკვეთრად კლებულობს. 2017/2018 წლების ზამთრის სეზონზე კლებამ 16,4% შეადგინა. ორგანიზაციამ აღნიშნული მონაცემები 36 ქვეყნის 25 363 მეფუტკრის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა.

მეფუტკრეებისთვის დაგზავნილ ანკეტებში მათ კოლონიის კლების არსებობის შემთხვევაში სამი ვარიანტი ჰქონდათ პასუხისთვის: 1. ოჯახი გადარჩა, მაგრამ პრობლემები აქვს დედოფალს; 2. კოლონია განადგურდა ან შემცირდა რამდენიმე ასეულამდე; 3. კოლონია სრულად განადგურდა სტიქიური უბედურებების ან სხვა მიზეზებით.

ყველაზე ნაკლებად ფიქსირდება დედოფალთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, კლების მიზეზებს შორის ყველაზე მეტად მეორე და მესამე პუნქტები სახელდება. ამასთან, მონაცემები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, ზოგან ფუტკრების კლება 32%-ს აღწევს, ზოგან კი ნაკლებია.

კოკა კვირკველია