ჩინეთის ზოგ ქალაქში მეტრო წაგებაზე მუშაობს

ჩინეთში მეტროს სისტემის გაფართოებამ ახალ ზღვარს მიაღწია - 1969 წელს პეკინში პირველი მეტროს გახსნიდან დღემდე ქვეყანაში 4600 კმ სიგრძის სისტემაა შექმნილი. ამის შესახებ 21st Century Business Herald იუწყება.

დღეისათვის ლიდერია შანხაი (669კმ), მეორე და მესამეზე კი პეკინი და გუანჩჟოუ 617 და 473 კმ-ით. ჯამში კი ჩინეთის 33 მეტროს მქონე ქალაქიდან 13-ში მეტროს ხაზის სიგრძე 100 კმ-ზე მეტია. მიუხედავად ამისა, სისტემა მთლიანობაში წაგებაზე მუშაობს და მხოლოდ რამდენიმე ქალაქმა შეძლო ამის თავიდან არიდება.

28 ქალაქიდან მიღებული მონაცემებით გაირკვა, რომ დანახარჯსა და შემოსავალს შორის სხვაობამ შეადგინა 78%, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია 8 პუნქტით. მხოლოდ ოთხი ქალაქი - პეკინი, ცინდაო, ხანჩჟოუ და შენჟენი აფიქსირებენ დადებით ბალანსს წინა წელთან შედარებით.

ამასთან, 29-დან 6 ქალაქში დაფიქსირდა 7 ათასზე ნაკლები მგზავრი ერთ კილომეტრზე ერთ დღეში, რაც ნაკლებია „რეფორმების განვითარების ეროვნული კომისიის“ მიერ დადგენილ ნორმაზე. როგორც ცნობილია, ჩინეთი ახდენს ინვესტიციების სტიმულირებას ინფრასტრუქტურაში, რათა ხელი შეუწყოს შენელებულ ეკონომიკურ ზრდას.

კოკა კვირკველია