ერთადერთი, უნდა გამოასახლო ეს ადამიანები და დაანგრიო ეს შენობა-ნაგებებობი - ესაა ბერკეტი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურალისტებს კითხვაზე, რა არის გამოსავალი, რომ არ განმეორდეს 13 ივნისის მსგავსი უბედური შემთხვევები ისეთ რისკის შემცველ ტერიტორიებზე, სადაც კორპუსები წესების დარღვევით არის აშენებული.
„დაზღვეული არავინ არის, როდესაც სტიქია ხდება და ამის პრევენცია ზოგადად შეუძლებელია სტიქიის დროს. რეკომენდაციები, რომელიც იყო გაცემული განგაშის სისტემასთან დაკავშირებით, ეს გაკეთებულია. გაკეთებულია შესაბამისი ცხაურები - ეს რამდენიმე მილიონი დაჯდა, თუმცა არის შენობა - ნაგებობები, რომელიც შეიძლება ისეთ ადგილებში იყოს, რომელიც პრობლემურია. ამ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას. ერთადერთი, უნდა გამოასახლო ეს ადამიანები, დაანგრიო ის შენობა-ნაგებობები - ესაა ბერკეტი. მეორე მხრივ, ეს ძალიან რთული თემაა. ასეთი მიდგომით ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა ქალაქში და არა მხოლოდ ვერეს ხეობაში, პრობლემურია უბანული თვალსაზრისით. მიუღებელია ამ შენობებისთვის ნებართვის მიცემა, მიუღებელია, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხარო რეალობა გვაქვს ამ თვალსაზრისით და „მოდით, რომელიც არ მოგვწონს ყველა დავანგრიოთ“ მიდგომა არასწორია - არ ვიცი, გვაქვს კი ამის რესურსი?!“- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მაგალითისთვის თბილისის სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიაზე არსებული მშენებლობები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს არის სახე იმის, თუ როგორ არ უნდა მოხდეს ქალაქის ურბანული განვითარება.