2019 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.367 მილიარდ დოლარს (15,040 მლრდ ლარი) გადააჭარბა. რაც 198,1 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მაისის მონაცემებით, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,169 მლრდ დოლარს (12,7 მლრდ ლარს) შეადგენდა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 1.020 მილიარდი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 898,3 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის 1,134 მლრდ დოლარი.