ფინანსთა მინისტრი ბიზნესიდან მოდის და არ მეგონა, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა - ლაშა პაპაშვილი „ოქროს სიაზე“

„ეს ადამიანი თვითონ ბიზნესიდან მოდის და არ მეგონა, თუ ასეთ გადაწვეტილებას მიიღებდა“,-ასე აფასებს ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ფინანთა მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმადაც ე.წ. ოქროს სიაში მყოფ კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში მოუწევს.

როგორც ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ბიზსნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებდეს, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების მოტივაციაზე ცუდად აისახება.

„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ. რამდენად აისახება ეს ბიზნესზე, სხვა თემაა. ციფრებში ამას სხვები დათვლიან. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილებები ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე რომ არ უნდა მიიღებოდეს, ეს ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს.

პირადად მე, დაცული არ ვყოფილვარ ბავშვობიდან, ამიტომ როგორც ბიზნესს, მსგავსი რეგულაციების არ გვეშინია. უბრალოდ, ეკონომიკური ზრდისთვის, უცხოელი ინვეტსორისთვის და ზოგადად ქართველი ბიზნესმენების მოტივაციისთვის, ეს ცუდია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი თვითონ ბიზნესისიდან მოდის და არ მეგონა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა“,-აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ნინი ქეთელაური