ვალეს საბაჟოზე ფსიქოტროპული პრეპარატები აღმოაჩინეს

"ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე ფ.ნ.-ს ფსიქოტროპული პრეპარატები აღმოაჩნდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას აღნიშნული მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი 200 აბი chlordiazepoxide გამოვლინდა.

საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.