Roshen-მა ტორტების წითელი ლენტით შეფუთვაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კუთვნილმა ტკბილეულის კომპანიამ Roshen-მა ტორტების წითელი ლენტით შეფუთვაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. კომპანიას ამის უფლება კიევის სასამართლომ მისცა.

კორპორაცია Roshen-ი - ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანია საკუთარ ინტელექტუალურ საკუთრებას აქტიურად იცავს. მაგალითად, მან მიაღწია, რომ მხოლოდ მისი წარმოების პროდუქციაზე იყოს გამოყენებული სავაჭრო ნიშანი "Киевский торт". როგორც ცნობილია, ამ ტორტის რეცეპტი 1956 წელს კარლ მარქსის სახელობის საკონდიტრო ფაბრიკაში შეიქმნა, ეს ფაბრიკა კი დღეს Roshen-ის მფლობელობაშია.

კოკა კვირკველია