თბილისი, ქვემო ქართლი და აჭარა - რომელ რეგიონებს სტუმრობენ ხშირად უცხოელი ვიზიტორები

თბილისი, ქვემო ქართლი და აჭარა - ეს ის ტერიტორიული ერთეულებია, რომელსაც საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები ყველაზე ხშირად სტუმრობენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 522,5 ათასი ადამიანი შეადგინა, საიდანაც 223,4 ათასი ესტუმრა თბილისს, სულ ვიზიტორების 42,7%.

მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი, წელს პირველ-სამ თვეში ამ რეგიონს 91 000 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა, სამეულშია აჭარა - 83,9 ათასი ვიზიტორით. 69,9 ათასი უცხოელი ვიზიტორი ჩავიდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 21,7 ათასი კი სამცხე-ჯავახეთში.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე ცოტა უცხოელი ვიზიტორი იმერეთის რეგიონს ესტუმრა, 2019 წლის პირველ კვარტალში ამ რეგიონს მხოლოდ 8,8 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, კახეთი 12,3 ათასმა ვიზიტორმა მოინახულა.