„საქსტატმა“ სოფლის მეურნეობის 2018 წლის სტატისტიკური პუბლიკაცია გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს 2017 წელთან შედარებით, ყველა სასურსათო პროდუქტის საშუალო წლიური ფასი გაზრდილია.
თუმცა, არის გამონაკლისები, რომელთა ფასიც პირიქით შემცირდა ან არ შეცვლილა. კერძოდ, ეს პროდუქტებია: შაქარი, მაკარონი, ვაშლი და კომბოსტო. ამათგან, შაქრის, ვაშლისა და მაკარონის ფასი 2018 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა. კერძოდ, 1 კგ შაქარი 2018 წელს - 1.77 ლარი იყო, მაშინ როცა 2017 წელს - 2.13 ლარი ღირდა; მაკარონის ფასი - 3.69 ლარიდან 3.55 ლარამდე შემცირდა; 1 კგ ვაშლის ფასი კი გასულ წელს - 2.16 ლარი; 2017 წელს კი - 2.33 ლარი იყო.
რაც შეეხება კომბოსტოს, მისი ფასი 2018 წელს არ შეცვლილა და 2017 წლის მსგავსად, 0.79 ლარი ღირდა.