მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტები დამატებით კიდევ 40 სოფელში განხორციელდება, - ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში: კეთილმოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს, მოეწყობა მცირე ჰესები, ხიდები, ნაპირსამაგრები და სანიაღვრე სისტემები.
დამონტაჟდება გარე განათებები, აშენდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მოეწყობა სველი წერტილები.
ამასთან, განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ფინანსდება.