თბილისში ფესტივალი „გაიცანი ქართული“ გაიმართება

თბილისში XX-ის გამოჩენილ მეწარმეთა სახელობის ფესტივალების სერია „გაიცანი ქართული" გაიმართება. ფესტივალი მეწარმეთა კავშირის ინიციატივით ტარდება.

ფესტივალის პირველი სერიის მასპინძელი და მხარდამჭერია მთაწმინდის პარკი, სადაც კვირას, 16 ივნისს მთავარ მოედანზე გაიმართება საკვები პროდუქტების; ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების; ტკბილეულის; ტექსტილის; ხელნაკეთი აქსესუარების და სხვა საქართველოში დამზადებული სხვადასხვა სახის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ხრიდოლის ფედერაციასთან არსებული ხალხური სიმღერების ანსამბლი "იბერია“.გე.