ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობა ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადია საქართველოში.
მაგალითად, კორპორაციის ყოფილმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ამ პოსტზე 209 346 ლარის შემოსავალი მიიღო.
თუმცა, შეგახსენებთ, რომ თვალაბეიშვილმა ეს პოსტი დატოვა და 2019 წლის თებერვალში ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გივი ბახტაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე გენდირექტორის მოადგილე იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინერესდა, თუ რა ქონებას ფლობს პირი, რომელიც ერთ-ერთი მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნა. 2019 წლის 7 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბახტაძის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება. ის ფლობს მსუბუქ ავტომობილს „ვოლვო XC90“-ს.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ბახტაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 70 000 დოლარი, 8 974 ლარი, ჯამში, 37 228 ლარის საკრედიტო და ნაღდი ფულადი თანხის სახით, 17 000 ლარი ჰქონდა.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბახტაძემ წინა წელს პოლიტიკურ ორგანიზაციას 30 000 ლარი შესწირა, ქონების გადასახადის სახით კი 1 440 ლარი გადაიხადა.
გივი ბახტაძე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბახტაძის მეუღლე ფლობს: 200 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში.