საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 10 ივნისის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,კრედიტ პლუს ჯორჯიაზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
„ეს განკარგულება გაეგზავნოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. განკარგულება ამოქმედდეს მხარისთვის მისი გაცნობისთანავე,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61 მისო ფუნქციონირებდა; ხოლო 15 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 57 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 15-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 72 მისო იყო რეგისტრირებული.